ხიბლა გერზმავა
ხიბლა გერზმავა (დ. 6 იანვარი, 1970 წელი, ბიჭვინთა) — აფხაზური წარმოშობის საოპერო მომღერალი, საერთაშორისო ვოკალური კონკურსების ლაურეატი, სტანისლავსკისა და ნემიროვიჩ-დანჩენკოს მოსკოვის მუსიკალური თეატრის სოლისტი. აფხაზეთის და რუსეთის სახალხო არტისტი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბავშვობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ხიბლა გერზმავა დაიბადა აფხაზეთში, ბიჭვინთაში 1970 წლის 6 იანვარს ლევარს გერზმავას ოჯახში. მამა იყო მთარგმნელი და გერმანული ენის სპეციალისტი, დედა კი ბიჭვინთის პანსიონატის ხელმძღვანელი. ხიბლას ოჯახი არ იყო მუსიკალური, მაგრამ ცხოვრობდნენ ტაძართან, საიდანაც ისმოდა ორღანის მუსიკის ხმა, საეკლესიო მუსიკიდან დაიბადა ხიბლას ინტერესი ხელოვნებისადმი.
3 წლის ასაკში ხიბლამ გერმანიიდან მიიღო საჩუქარი — ფორტეპიანო. მასზე დაკრვის სწავლა რომ დაიწყო, ოჯახში ეჭვიც არ ეპარებოდათ, ხიბლა თავის ცხოვრებას მუსიკას დაუკავშირებდა. თავიდან მხოლოდ ორღანსა და ფორტეპოანოზე მუშაობდა, ამიტომ მას ხედავდნენ როგორც მომავალ პიანისტს ან ორგანისტს ბიჭვინთის XI საუკუნის ტაძარში. [1]
ახლაგზარდობაში გერზმავაზე შთაბეჭდილება მოახდიანა აფხაზური ანსამბლის „შარატინისა“ და მევიოლინე ლიანა ისაკაძის შესრულებამ.
საშუალო განათლების მიღების პარალელურად, გერზმავამ გაგრის მუსიკალურ სკოლაში დაიწყო სწავლა. დაამთავრა საფორტეპიანო კლასი სოხუმის მუსიკალურ დაწესებულებაში, სადაც მასწავლებელმა კარლენ იავრიანმა შესთავაზა ჟოზეფინა ბუმბურიდის სავოკალო განყოფილებაში კონკურსის გავლა. შესარჩევ დღეს ჟოზეფინამ შენიშნა ვოკალური მონაცემები და შემდეგში უკვე ამეცადინებდა და მუშაობდა ხიბლასთან. მამამ ხიბლა სწავლის გასაგრძელებლად გააგზავნა მოსკოვის სახელმწიფო კონსერვატორიაში.[2]
ახალგაზრდობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]16 წლის ასაკში ხიბლას დედა გარდაეცვალა, 18 წლის ასაკში გაერდაეცვალა მამაც. მშობლები დაკარგვა, მისი თქმით, მას მუსიკამ გადაატანინა:
„ვიგრძენი, რომ უსამართლობის სანაცვლოდ, ტანჯვის სანაცვლოდ ცას რაღაც სხვა უნდა მოეცა ჩემთვის, რათა გადავრჩენილიყავი... ასე რომ, მან მომცა ჩემი ცხოვრება, ჩემი სცენა, ჩემი მუსიკა, ჩემი ხმა.[3]“
|
1994 წელს დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო კონსერვატორია, სავოკალო ფაკულტეტი, სამი წელიწადი სწავლობდა ორღანის კლასში. 1996 წელს - კონსერვატორიის სტაჟირება გაიარა.[4]
პირველი ადამიანი, ვინც შენიშნა ხიბლას ნიჭი იყო ზურაბ სოტკილავა, რომელმაც დაპატიჟა თავის კონცერტზე და იქ ერთად იმღერეს. 1993 წელს ხიბლა გამოჩნდა პროგრამაში „მუსიკალური კიოსკი“. ამავე წელს პირველად მიიპყრო ყურადღება საზღვარგარეთ „ვერდის ხმების“ კონკურსზე იტალიაში, სადაც მესამე პრემია მიიღო.
1994 წელს მეორე ადგილი დაიკავა ვილიასის კონკურსში ესპანეთში და რიმსკი-კორსაკოვის კონკურსში სანქტ-პეტერბურგში. შემდეგი გრან-პრი, რომელიც გერზმავამ მოიგო მოსკოვში, გახლდათ ჩაიკოვსკის X საერთაშორისო კონკურსის პრემია. ჟიურის მაღალი შეფასება დაიმსახურა გერზმავას მიერ შესრულებულმა „როზინასა“ და ე. წ. „სნეგუროჩკას“ არიებმა.[5]
კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ ხიბლა სტანისლავსკისა და ნემიროვიჩ-დანჩენკოს მოსკოვის მუსიკალური თეატრის სოლისტი გახდა.
ხელოვნება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1995 წლიდან ხიბლა გერზმავა იწყებს თავის შემოქმედებით მუშაობას სტანისლავსკისა და ნემიროვიჩ-დანჩენკოს მოსკოვის მუსიკალურ თეატრში, სადაც წამყვან პარტიებს ასრულებს სპექტაკლებში:
- ლუდმილა („რუსლან და ლუდმილა“, გლინკა)
- გედების პრინცესა (მეფე სალტანის ზღაპარი, რიმსკი-კორსაკოვი)
- შამახანის დედოფალი (რიმსკი-კორსაკოვის „ოქროს კოქტეილი“ )
- ლუიზა (პროკოფიევის „ჯვრისწერა მონასტერში“)
- როზინა (როსინის „სევილიელი დალაქი“)
- ადინა („სიყვარულის სასმელი“, დონიცეტი)
- ვიოლეტა ვალერი („ტრავიატა“, ვერდი)
- მიმი და მუსეტა (პუჩინის „ბოჰემა“)
- ტატიანა („ევგენი ონეგინი“, ჩაიკოვსკი)
- ნიმფა („დაფნა", გალიანო)
- ადელი („ღამურა“, შტრაუსი)
- ლუჩია („ლუჩია დე ლამერმური“, დონიცეტი)
- დონა ანა („დონ ჯოვანი“, მოცარტი)
- ოლიპმია, ანტონია, ჯულიეტა („ჰოფმანის ზღაპრები“, ოფენბახი)
- ვიტელია („ტიტუს წყალობა“, მოცარტი)
- ლიუ („ტურანდოტი“, პუჩინი)
- ამელია გრიმალდი („სიმონ ბოკანეგრა“, ვერდი)
- მედეა („მედეა“, ქერუბინი)
- ლეონორა („ბედის ძალა“, ვერდი)
- დეზდემონა („ოტელო“, ვერდი)
- ლეონორა („ტრუბადური“, ვერდი)
- ანა ბოლეინი („ანა ბოლეინი“, დონიცეტი)
სტანისლავსკისა და ნემიროვიჩ-დანჩენკოს თეატრმა შეუწყო ხელი მომღერლის საზღვაგარეთ წარმოჩენასაც, მომღერალმა კორეაში, შეერთებულ შტატებსა და სხვა ქვეყნებში წარმატებით შეასრულა თავისი პარტიები - იმღერა მარიინსკის თეატრში, ფლორენციის „თეატრო კომუნალე“-ში, ბარსელონას „გრანდ თეატრო დე ლისეო“-ში, სოფიას ეროვნულ ოპერაში, პარიზის თეატრებში, ლონდონის „კოვენტ გარდენის“ თეატრში, ვალენსიის „დე ლეზ არტს პალას“-ში, ტოკიოს ბუნკა კაიკანში და ა.შ. წლების განმავლობაში მან რამდენიმე დისკი ჩაწერა და მღეროდა კრემლში პრეზიდენტის პირადი მოწვევით.
კარიერის წინსვლის პერიოდი ხიბლასთვის იყო ზუსტად სტანისლავსკისა და ნემიროვიჩ-დანჩენკოს თეატრში მუშაობის დაწყების შემდეგ. 2001 წელს თავისი ყოველწლიური მუსიკალური ფესტივალი გახსნა აფხაზეთში „გიწვევთ ხიბლა გერზმავა“, რომლის წამყვანი დიდი დროის მანძილზე იყო მუსიკის მცოდნე სვიატოსლავ ბელზა, 2014 წლამდე მოსკოვში ტარდებოდა, სოხუმში კი პირველად 2019 წელს ჩატარდა „დინამოს“ სტადიონზე, კონცერტზე რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტიც იყო მოწვეული, რაულ ხაჯიმბა ღონისძიებას საპატიო სტუმრის რანგში დაესწრო. [6]
მრავალი ფესტივალისა და სპექტაკლის ვარსკვლავი იყო ხიბლა გერზმავა. 2008 წელს მონაწილეობა მიიღო IV ყოველწლიურ საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალში „კრეშჩენდოში“, ლონდონის სამეფო ოპერის თეატრში ტატიანას პარტია შეასრულა ჩაიკოვსკის „ევგენი ონეგინი“-ს ოპერაში, პუჩინის სპექტაკლში „ბოჰემა“ შეასრულა მიმის პარტია.
2010 წელს ხიბლას ჰქონდა დებიუტი ნიუ-იორკის მეტროპოლიტენ ოპერაში — შეასრულა ჟაკ ოფენბახის „ჰოფმანის ზღაპრების“ ანტონიას პარტია. იმღერა ოთხ სხვადასხვა ხმაში.
2010 წელს ლუჩიას როლის შესრულებამ „ლუჩია დი ლამერმურის“ ოპერაში ეროვნული თეატრის ჯილდო „ოქროს ნიღაბი“ მიენიჭა და კასტა დივას პრემია საუკეთესო მომღერლის ნომინაციაში, ასევე მოსკოვის პრემია ლიტერატურის და ხელოვნების სფეროში.[7]
2013-2014 წლებში გერზმავამ პრაღის ფილარმონიაში შეასრულა სოპრანო ლ. იანაჩეკის „გლაგოლიკურ მესაში“ ირჟი ბელოჰლავიკის, გამოჩენილი ჩეხი დირიჟორის დადგმაში, ამავე წლებში გამოვიდა ლონდონის სამეფო ფესტივალის დარბაზის სცენაზე ვერდის „რეკვიემის“ სოპრანოს ნაწილით.
2014-2015 წლების სეზონზე მან შეასრულა დონა ანას პარტია მოცარტის „დონ ჯოვანიში“ ვენის სახელმწიფო ოპერაში, ასევე ჰოფმანის ზღაპრების ანტონია და სტელას როლები ოფენბახის ნაწარმოების მიხედვით (მეტროპოლიტენ - ოპერაში). [8]
2014 წლის თებერვალში მონაწილეობა მიიღო სოჭის ზამთრის ოლიმპიური თამაშების დახურვის ცერემონიაში, სადაც შეასრულა სიმღერა „ოლიმპიური ვალსი“ მარიინსკის თეატრთან ერთად ვალერი გერგიევის ხელმძღვანელობით.
2015-2016 სეზონში მან შეასრულა ლიუ (ჯ. პუჩინის „ტურანდოტი“) და დეზდემონა (ჯ. ვერდის „ოტელო“) როლები მეტროპოლიტენ — ოპერაში.[9]
2016 წელს, ჰიბლა გერზმავას ოპერა „მედეას“ მთავარი როლის შესრულებისთვის ეროვნული თეატრალური ჯილდო „ოქროს ნიღაბი“ მიენიჭა. [10]
2017 დიმიტრი ხვოროსტოვსკის ხსოვნას ხიბლა გერმზავამ მიუძღვნა თავისი გამოსვლა მუსიკის სალხში მოსკოვში. 23 ნოემბერს შედგა ხიბლა გერზმავას და რუსეთის ნაციონალური ფილარმონიული ორკესტრის კონცერტი მუსიკის სახლში, სვეტლანოვკის დარბაზში IХ საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში „ვლადიმირ სპივაკოვი გიწვევთ“. [11]
2018 წელს ხიბლა გერზმავამ მაქსიმ ფადეევთან ერთად დაწერილი სიმღერა „ჩემი აფხაზეთი“ გამოაქვეყნა. სიმღერა შეასრულა აფხაზეთის დამოუკიდებლობის 25 წლისთავისადმი მიძღვნილ გალა კონცერტზე. [12] ამავე წელს თათრეთის დედაქალაქში მსოფლიო საოპერო სცენაზე გაიმართა VIII საერთაშორისო საოპერო ფესტივალი „ყაზანის შემოდგომა“, რომელშიც გერზმავა საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობდა . კონცერტში შედიოდა არიები ვინჩენცო ბელინის, ჯუზეპე ვერდის და ამილკარ პონჩიელის ოპერებიდან. უნგრელი კომპოზიტორის, ბუდეას "ნიცის ბუკეტი“ ხიბლა გერზმავამ შეასრულა „მაესტროს პოდიუმიდან“, კონცერტი ჯორჯ გერშვინის „პორგი და ბესი“-ს კლარას იავნანით დაასრულა. [13]
2019 წელს 12 ოქტომბერს მოსკოვის კონსერვატორიის დიდ დარბაზში მსოფლიო ტურის ფარგლებში გამართა სოლო კონცერტი იმ პროგრამასთან, რომელთანაც უნდა გამოვიდეს პარიზის, ტორონტოს და ნიუ-იორკის სცენებზე. [14]
პირადი ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ხიბლა გერზმავა დაქორწინებული იყო. ის ქმარს გასცილდა. ვარსკვლავი ქმრის ვინაობის გახმელისგან თავს იკავებს.
„ჩვენ გვქონდა ძალიან ლამაზი ცხოვრება, და საოცარი და ბედნიერი ოჯახი. მაგრამ რაღაც მომენტში, ეს ყველაფერი დასრულდა. მახსოვს მხოლოდ კარგი, და მე არ მინდა ამ საკითხის განხილვა“
|
1999 წელს ამ ოჯახში დაიბადა ხიბლას პირველი შვილი — სანდრო.
ხიბლას ირგვლივ მყოფი ადამიანები სულ მუსიკასთან იყვნენ დაკავაშირებულნი. მან ურთიერთობა დაამყარა ისეთ არტისტებთან, როგორებიც არიან ანა ნეტრებკო და იუსიფ აივაზოვი, პიანისტი დენის მაცუევი, მაესტრო ვლადიმერ სპივაკოვი და მსახიობი ჩულპან ხამატოვა. დიდი ხანი მეგობრობდა აფხაზ მწერალთან ფაზილ ისკანდევორთან. მეგობრების და კოლეგების მონაწილეობით, გერზმავა აფხაზეთში საქველმოქმედო ღონისძიებებს ატარებს - ფინანსურად მხარს უჭერს ორკესტრს, მუსიკალურ სკოლებს, ბავშვთა სახლებს, პანსიონებს და მუზეუმებს და ეხმარება ახალგაზრდა ნიჭიერ შემსრულებლებს. [15]
საზოგადოებრივ-პოლიტიკური პოზიცია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ხიბლა გერზმავა აფხაზეთის საქართველოდან გამოყოფას და დამოუკიდებლად გამოცხადებას უჭერს მხარს. აფხაზეთის რესპუბლიკის მთავრობასთან კარგ ურთიერთობას ინარჩუნებს. ფესტივალის და კონცერტების ფარგლებში იმართება ხშირი შეხვედრები მინისტრებთან და მთავრობის წარმომადგენლებთან.
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პირადი მოწვევით ხიბლა გერზმავა მღეორდა და ასრულებდა თავის პარტიებს დელეგაციებისთვის.
2014 წელს 1 მარტს ხიბლამ ხელი მოაწერა მიმართვას რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისადმი და მხარი დაუჭირა უკრაინასა და ყირიმში ფედერალური მთავრობის მიერ გატარებულ პოლიტიკას.[16]
ჯილდოები და პრემიები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წოდება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 2006-რუსეთის ფედერაციის დამსახურებული არტისტი
- 2006- აფხაზეთის რესპუბლიკის სახალხო არტისტი
- 2012- რუსეთის ფედერაციის სახალხო არტისტი
ჯილდოები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 2001- თეატრალური პრემია „ოქროს ორფეოსი“ (ნომინაცია "საუკეთესო მომღერალი")
- 2010- ეროვნული თეატრის ჯილდო „ოქროს ნიღაბი“ (მთავარი როლის შესრულებისთვის ოპერაში "ლუჩია დი ლამერმურ")
- 2010- პრიზი „ტრიუმფი“
- 2010- ლიტერატურისა და ხელოვნების მოსკოვის პრემია (მთავარი როლის შესრულებისთვის ოპერაში „ლუჩია დი ლამერმურ“)
- 2010- რუსული საოპერო ჯილდო Casta Diva (მთავარი როლის შესრულებისთვის ოპერაში „ლუჩია დი ლამერმურ“)
- 2016- ეროვნული თეატრის ჯილდო „ოქროს ნიღაბი“ (მთავარი როლის შესრულებისთვის ოპერაში „მედეა“)
- 2018- საერთაშორისო პროფესიული მუსიკის ჯილდო „ბრავო“ (კატეგორიაში „საუკეთესო კლასიკური ქალის ვოკალი“[16]
მონაწილეობა კონკურსებში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1993- Voci Verdiani (III პრემია)
- 1994- საერთაშორისო კონკურსი Francisco viñas (მეორე პრემია)
- 1994- საერთაშორისო კონკურსი „ნიკოლაი რიმსკი-კორსაკოვი“ (II პრიზი)
- 1994- X საერთაშორისო კონკურსი „პეტრე ჩაიკოვსკი“ (გრან-პრი)
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Official website დაარქივებული 2012-12-11 საიტზე Wayback Machine.
- Official Facebook Page
- Hibla on Itunes
- Interview with Gramophone
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Хибла Герзмава
- ↑ Герзмава Хибла Леварсовна
- ↑ „Мои роли я через жизнь ниточкой продела“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-12-24. ციტირების თარიღი: 2020-05-18.
- ↑ Официальный сайт Хибла Герзмава. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-05-09. ციტირების თარიღი: 2020-05-18.
- ↑ Хибла Герзмава
- ↑ Хибла Герзмава
- ↑ Мои роли я через жизнь ниточкой продела. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-12-24. ციტირების თარიღი: 2020-05-18.
- ↑ Хибла Герзмава: оперная певица просто обязана быть красивой, стильной, роскошной[მკვდარი ბმული]
- ↑ ХИБЛА ГЕРЗМАВА
- ↑ Хибла Герзмава. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-05-26. ციტირების თარიღი: 2020-05-18.
- ↑ Хибла Герзмава выступит в Доме музыки в память о Хворостовском
- ↑ Премьера официального клипа Хиблы Герзмава „Абхазия моя“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-02-16. ციტირების თარიღი: 2020-05-18.
- ↑ ХИБЛА ГЕРЗМАВА ВЫСТУПИТ НА ФЕСТИВАЛЕ „КАЗАНСКАЯ ОСЕНЬ“
- ↑ Хибла Герзмава даст сольный концерт в Большом зале Московской консерватории
- ↑ Хибла Герзмава: „Разве могла бы несчастливая женщина так выглядеть и петь?“
- ↑ 16.0 16.1 Хибла Герзмава - биография, информация, личная жизнь